Wednesday, May 9, 2012

       ოქროსფერი ქვიშა მხოლოდ ფოტოებზე მაქვს ნანახი, ბედუინებთან ერთადაც მხოლოდ წიგნებში მისეირნია.  მინდა პროფესიით მოგზაური ვიყო.  საჰარას მოვივლიდი. სიფრიფანა სამოსით, მუქი კანით და ქვიშის სურნელით. თვალები კი ის ფერი მაქვს, რომელიც , ვფიქრობ, რომ ოქროსფერს ყველაზე მეტად უხდება :)   ამბობენ, რომ ნამდვილი ქვიშის ფერი გაცილებით უბრალოა, ვიდრე ფოტოების ოქროსფერი და მზის ჩასვლაც და ამოსვლაც ზღვაზე უფრო ლამაზია.  ორი უკიდურესობაა - უმშვიდესი უდაბნო და ბობოქარი ზღვა. ორივე ათასობით ისტორიას და საიდუმლოს ინახავს. საინტერესოა, "სად მთავრდება ოცნება და იწყება რეალობა"?! :) იქნებ არც ევროპა და არც აზია არც ასეთი ზღაპრულია?  რატომ გვიჩნდება ასეთი ცხოველური ინტერესი "სხვა სამყაროს" მიმართ?
ხშირად (უფრო სწორედ თითქმის ყოველთვის)  ბედნიერ "მე"-ს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვხედავ. ამ დროს მახსენდება ის, რომ " ვერცერთი ადამიანი სამშობლოს გარეთ ვერ იპოვის ბედნიერებას, თუ მან საკუთარ მიწაზე ვერ ნახა იგი". ვიცი , რომ თავისუფლება პირობითია. რომ თუ მართლა გინდა იყო საკუთარი თავის უფალი საზოგადოება ვერ წაგართმევს ამ უფლებას. ერთადერთი, რაც გჭირდება ძალაა. ძალა იმის, რომ იყო ისეთი , როგორიც ნამდვილად ხარ. დაინახო ჩვეულებრივის "არაჩვეულებრიობა" და გწამდეს ადამიანების. უნდა დაივიწყო "პრინციპების" ერთგულება. იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს პრინციპები შენი კიარა საზოგადოებისაა და არავინ იცის პირველად ვის მოუვიდა თავში ის, რომ ეს - ასე უნდა იყოს , და ის - ისე.
           მინდა ყველამ ვიპოვოთ საკუთარი თავი და ადგილი. ზუსტად ვიცოდეთ რა და რატომ გვინდა. პირველ რიგში საკუთარ თავს ვუსურვებ ამას. იმიტომ, რომ სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი და სულ სხვა გამომივიდა:)