Sunday, March 25, 2012

Black woman in American history

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს




დღეს კვირა არ არის, ანუ არც თავისუფალი ვარ და შესაბამისად არც ბევრი დრო მაქვს. ვიღებ ყურსასმენს, კონსპექტებს სწრაფად ვდებ ჩანთაში და გავრბივარ. ერთი ამერიკული ფილმი მახსენდება, რატომღაც მომინდა იქ ვიყო და სადმე მეჩქარებოდეს, საქმიანად და ამერიკული ყავით ხელში. მაგრამ ფილმში არ ვარ, უბრალოდ უნივერსიტეტში ვაგვიანებ. ამერიკასთან კი ახლა მხოლოდ არეტა ფრანკლინი მაკავშირებს - ჩემი „ლისტის“ პირველი შემსრულებელი. სოულის დედოფალი, რომელმაც ამერიკის სამი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმღერა. ჯიმ კარტერს, ბილ კლინტონს და ბარაკ ობამას არეტამ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წუთები გაულამაზა. იგი ამერიკის ისეთივე სიამაყეა, როგორიც ლუი არმსტრონგი, ელვისი და ბობ დილანი იყო. თუ ხარ უბრალოდ უნდა იყო ასეთი!
გოგონა აღარაა, მაგრამ მაინც მღერის სიყვარულზე। საკუთარზე, რომელიც ჩემსას, ალბათ თქვენსაც ძალიან ჰგავს। ხმა - თამამი, ძლიერი და საოცარი ჟღერადობის. განწყობა მთელი დღე მიგყვება, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ასე მემართება. ხანდახან ვუსმენ, მაშინაც კი როცა ლექტორს ,,შევციცინებ“ . ამ ქალმა დამარწმუნა იმ აზრის ჭეშმარიტებაში, რომ შესაძლებლობებს კანის ფერი არ განსაზღვრავს.
არეტა ძლიერი ამერიკელი ქალია, რისკიანი ამერიკელი. ალბათ ამიტომაც გაბედა და გრემის დაჯილდოვების ცერემონიაზე ლუჩიანო პავაროტი ჩაანაცვლა. სოულის დედოფალი ახლა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, საკუთარ ორგანიზში ავადმყოფობას ებრძვის. სიცოცხლის წყურვილი და ბედნიერება ამერიკულად. არეტა ისევ მღერის: „ trust your heart, share all of your love, till death do you part.. „ 12:15 წუთი। დამაგვიანდა. რთულია შტატებიდან თბილისში ასე სწრაფად დაბრუნება.