Sunday, March 7, 2010

without a title...





ზღვისპირელი ასული...ეს სიტყვები გამახენდა დღეს...იმიტომ რომ შენ გამახენდი.როგორ შორს ხარ და როგორ ახლოს...როგორი ნაცნობი ხარ და როგორი უცნობი...მაინც ჩემი ხარ..უფრო სწორად მე ვარ შენი..შენით ვარსებობ.შენ არასდროს ყოფილხარ ჩემთან...რაც ძალიან მინდა ან მინდოდა..ნეტავ სად ხარ ეხლა, როგორ ხარ, ფიქრობ ჩემზე? მხედავ? გესმის?
რა მნიშვნელობა აქვს ამას...მიჭირს წერა..ცხოვრება...ჩემი ფიქრებით...ოცნებებით...წელიწადში ერთხელ მაინც რომ ყოველთვის მსტუმრობს ხოლმე...11 იანვარი...ვფიქრობ და რაღაცნაირად მტკივა...რაღაც შიგნიდან...შენი დაბადების დღე იქნებოდა მა...რა უცნაურად ჟღერს ეს სიტყვები ჩემთვის...უცნობია..შორი...იშვიათად ვიყენებ და როცა ვიყენებ მაშინაც ტკივილს მაყენებს...მომეცი ხელი..ჩაგეხუტები რა...ძალიან მინდა.ძალიან. ეხლა იცი რა გამახსენდა? პატარა რომ ვიყავი გელაპარაკებოდი..უფრო სწორად შენს სურათს..მარტო ვიყავი..მეშინოდა და შენ გელაპარაკებოდი...მერე ჩამეძინა.მაშინ ყველაზე ახლოს იყავი ჩემთან...მაშინ იმ ერთხელ და კიდევ ერთხელ, რომ მესიზმრე...ის ცუდი სიზმარი იყო..იქ არ გიყვარდი...ნეტავ კიდევ დამესიზმრო.შენი სახე მენატრება...უფრო სწორად მაინტერესებს...გადამავიწყდი მა...ვაიმე რა შორს ხარ...როგორ მინდა შენთან..მე ხომ ზღვისპირელი ასული ვარ...ზღვა ხომ ჩემია..და შენიც...ორივესია მა...შენ ხომ უნდა ჩაგეჭიდა ხელი..გესწავლებინა ცურვა...ზღვათან საუბარი...

ახლა ვიცი ზღვასთან საუბარი...ჩემით ვისწავლე...
ცურვა არ ვიცი მა...და მასწავლე...დაგელოდები...ან დამელოდე...
არ დაგავიწყდები ხო? ხო? დამპირდი....თუმცა რა? მე ყოველთვის მახსოვხარ? შენს დღეებში ხარ..და ჩემშიც...ხმადაბლა ხარ...ჩუმად...არავინ არ იცის თითქოს...და კიდევ...
მიყვარხარ მა...